გამოყენების წესები და პირობები

ვინ ვართ ჩვენ?

წინამდებარე ვებგვერდი www.luminachat.ge ეკუთვნის ი.მ 20001063182 (შემდგომში მოხსენიებული როგორც “Luminachat” ან “ჩვენ”). Luminachat არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც წარმოადგენს AI კომპანიონს პიროვნული ზრდისათვის.

⚠️ მნიშვნელოვანი შენიშვნა

Luminachat წარმოადგენს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პლატფორმას. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ნებისმიერი კითხვის, პასუხის ან დასკვნის შინაარსზე. AI-ს მიერ გენერირებული ნებისმიერი კითხვა, პასუხი ან დასკვნა არ წარმოადგენს სამედიცინო რჩევას და არ უნდა იყოს გამოყენებული პროფესიონალების რეკომენდაციების ნაცვლად.

ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ-ფოსტა: info@luminachat.ge

თანხმობა პირობებზე

წინამდებარე ვებგვერდის გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობის მიცემით, თქვენ აცხადებთ, რომ სრულად წაიკითხეთ და ეთანხმებით მას. Luminachat შეიძლება ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე ვებგვერდის გამოყენების წესებსა და პირობებში.

თუ თქვენ არ დაეთანხმებით ამ წესებს, თქვენ ვერ ისარგებლებთ Luminachat-ის პლატფორმით.

ტერმინთა განმარტება

Luminachat - ჩვენ

ი.მ 20001063182-ს საკუთრებაში არსებული ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა პიროვნული ზრდისათვის

მომხმარებელი - თქვენ

ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ეწვევა www.luminachat.ge-ს ან შექმნის პირად ანგარიშს Luminachat-ზე

პირადი ანგარიში (პროფილი)

მომხმარებლის მიერ ჩვენ ვებგვერდზე რეგისტრირებული ანგარიში

რეგისტრაცია

მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე სპეციალური პროცედურის გავლა და ანგარიშის შექმნა მომსახურების მიღების მიზნით

სერვისის მიზანი

Luminachat-ის მიზანია მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა უპასუხოს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ კითხვებს და მიიღოს დასკვნა Luminachat-ის პლატფორმაზე შემოთავაზებულ თემატიკასთან დაკავშირებით.

ასაკობრივი შეზღუდვა

Luminachat-ზე რეგისტრაცია ან გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ 18 წლის ან მეტი ასაკის პირებს. ვებ-გვერდზე სტუმრობისას ან რეგისტრაციის დროს თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 18 წელზე მეტი ასაკის. თუ 18 წლამდე ხართ, გთხოვთ არ გამოიყენოთ ჩვენი პლატფორმა.

Luminachat-ზე რეგისტრაცია

მომხმარებელს Luminachat-ის გამოყენების უფლება აქვს როგორც რეგისტრაციის საფუძველზე, ისე რეგისტრაციის გარეშე.

რეგისტრაციის შემთხვევაში მომხმარებელი ხსნის პირად ანგარიშს. მხოლოდ თქვენი დამატებითი თანხმობის შემთხვევაში ჩვენ შევინახავთ Luminachat-ის მიერ თქვენთვის მოწოდებულ დასკვნას.

არარეგისტრირებულ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ გაეცნონ და ჩამოტვირთონ მათთვის მიწოდებული დასკვნა, მაგრამ დასკვნის პლატფორმაზე შენახვა იქნება მხოლოდ დროებითი. ჩვენ თქვენი თანხმობის გარეშე არ ვინახავთ თქვენს სასაუბრო ისტორიას.

რეგისტრაციით მომხმარებელი აცხადებს, რომ იგი ზუსტ და სრულ ინფორმაციას მიაწვდის, დაიცავს მის პირადი ანგარიშის კონფიდენციალურობას და მას არ გადასცემს სხვას.

Luminachat-ის საფასური

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს უპასუხოს კითხვებს უსასყიდლოდ, თუმცა დასკვნის მომზადებისათვის მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს საფასური, რომლის ოდენობაც განისაზღვრება თემატიკის შესაბამისად.

დასკვნის მომზადების საფასურის გადახდა წარმოებს შემდეგი წესით: მას შემდეგ რაც მომხმარებელი დაასრულებს ინტერვიუს, პლატფორმა ანახებს ღილაკს რომლითაც მომხმარებელი გადავა საქართველოს ბანკის გადახდის სერვისზე. გადახდის შემდეგ მას უკვე დახვდება სრული დასკვნა.

მომხმარებლის განცხადებები და გარანტიები

  • Luminachat-ს გამოიყენებს მხოლოდ წინამდებარე წესებიდან გამომდინარე მიზნით
  • აქვს იურიდიული უფლებამოსილება შეასრულოს ამ წესებიდან გამომდინარე ვალდებულებები
  • გაეცნო წინამდებარე წესებს და საჭირო ზომას მიიღებს მის შესასრულებლად
  • უზრუნველყოფს მის მიერ მითითებული ინფორმაციის სიზუსტეს

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

მომხმარებლისათვის ცნობილია, რომ Luminachat აწვდის მომსახურებას “როგორც არის” საფუძველზე. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი დამდგარი შედეგისათვის, მათ შორის ნებისმიერი სახის ზიანისთვის, რაც გამოწვეულია Luminachat-ის მიერ გაცემული ინფორმაციის ან დასკვნის გამოყენებით.

ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას:

  • რომ სერვისი დაცული იქნება კომპიუტერული ვირუსებისგან
  • რომ ყველა კომპონენტი ხელმისაწვდომი იქნება
  • რომ სერვისი შეფერხების გარეშე მოწოდებული იქნება

საავტორო უფლებები

Luminachat-ის ვებგვერდი და ის მასალა, რომელიც განთავსებულია მასზე, მათ შორის ჩვენი სავაჭრო ნიშნები, ლოგო, დაცულია საავტორო უფლებებით და წარმოადგენს ი.მ 20001063182-ის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს.

აკრძალულია Luminachat-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, რეპროდუცირება, დისტრიბუცია ან ნებისმიერი სხვა ფორმითა და საშუალებით გამოყენება.

დავის გადაწყვეტა და მარეგულირებელი კანონმდებლობა

წინამდებარე ვებგვერდის გამოყენების წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა ამ წესებიდან გამომდინარე, განიხილება საქართველოს სასამართლოების მიერ.

კონტაქტი

ნებისმიერი კითხვის ან შენიშვნის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

info@luminachat.ge